ახობაძე ვახტანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვახტანგ ახობაძე

ახობაძე ვახტანგ – (1949), პოეტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. დაიბადა ქუთაისში. 1978 წელს დაამთავრა სპი, სწავლობდა ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში - ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით. იყო საინჟინრო გაზეთ „პროგრესის“ კორესპონდენტი. 1991 წლიდან მუშაობს ჟურნალ „განთიადში“; ავტორია პოეტური კრებულებისა: „რეალობის პირისპირ“ (1996), „ასი ლექსი პლუსით“(2018). არის რედაქტორ-გამომცემელი ერთდროული სალიტერატურო-შემეცნებითი ჟურნალებისა: „გალაკტიონი“ (1991) და „ბორის გაპონოვი“ (2014), ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალისა „მთაწმინდის პანთეონი“ (1999, 2008, 2018). ბოლო გამოცემა ეძღვნება მთაწმინდის პანთეონის დაარსების 90 წლისთავს.


მოდის... არჩილ ჟორჟოლიანს
შენში დაოკდა გზნება დიადი,
შენში ბულბულსაც კვნესა ენება,
სიყვარულის მზეს აქრობს წყვდიადი,
მაინც მოელი მზით გათენებას.
კრძალვით იგონებ განვლილ საათებს,
აღარ გაოცებს წამ-წუთის ქროლა,
შენ ჟამთა როკვა ცეცხლად აგანთებს,
ცეცხლი წვავს დროს და
ფიფქისფრად ბოლავს.
შეუჩვეველი სიცოცხლის ამ წესს
უღელში შებმულ ბებერ ხარს ჰგავხარ,
წუთისოფელი ბეჭებზე გაწევს
და ჩვენს ქალაქში იმედად დახვალ.
შენში დაოკდა სული დიადი,
შენში ბულბულსაც კვნესა ენება,
სიყვარულის მზე ჩაქრა წყვდიადით...
კვლავ ელოდები მზით გათენებას.
შენზე ფიქრებით გავჭრილვარ ველად,
აღარც კი მახსოვს, გაგიცან როდის...
შეჩერდით!.. და გზა მიეცით ყველამ:
არჩილი მოდის! არჩილი მოდის!..

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები