ახსავბადანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახსავბადან-ი (ოს. Æхсæвбадан – „ღამით ჯდომა“) – მიცვალებულისათვის ღამისთევის ჩვეულება. დასაფლავების წინა საღამოს ჭირისუფლის ოჯახში ეწყობოდა ვახშამი, რისთვისაც თანასოფლელებს მოჰქონდათ მოხარშული ბარდა, კვერები, პური და არაყი. ვახშმის შემდეგ ისინი მთელი ღამე მიცვალებულთან რჩებოდნენ; საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის მიცვალებულის განვლილ ცხოვრებაზე და ერთობოდნენ.

მიცვალებულისათვის ღამისთევის წესი კავკასიის ხალხებში, მათ შორის ქართველებში, ფართოდ გავრცელებული მოვლენა იყო. ოსურ ახსავბადანთან განსაკუთრებული სიახლოვეს ავლენს აფხაზური „აჭაფშარა“.



ლიტერატურა

  • Берзенов Н. Г. Осетинский обряд сидения мертвецов // Кавказ. 1850. № 7;
  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Такоева Н. Ф. Погребальные и поминальные обряды у осетин в XIX в. // СЭ. 1957. № 1;
  • Гаглойти З. Д. Культ мёртвых у осетин // ИЮОНИИ. 1974. Вып. XVIII.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები