ახსართაგათა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახსართაგათა (ოს. Æхсæртæгкатæ) – ნართების საზოგადოების სამი გვარიდან ერთერთი. ახსართაგათები ცხოვრობენ „ზემო ნართებში“ ანუ ნართული სოფლის ზემო უბანში (ნართების სამი უბანისაგან შემდგარი სოფელი მთის ფერდობზეა შეფენილი). გვარის დამფუძნებელია ნართების პირველწინაპრის – ვარხაგისა და საინაგონის ვაჟი – ახსართაგი. ამ გვარს ეკუთვნიან რჩეული ნართი გმირები – ურუზმაგი, ხამიცი, სოსლანი, ბათრაძი, ნართების ცნობილი დიასახლისი – სათანა და სხვ. ახსართაგათები დანარჩენი გვარებისაგან (ბორათებისა და ალაგათებისაგან), რომლებსაც ეპოსში განსხვავებული ფუნქცია აკისრიათ, მეომრული ბუნებით გამოირჩევიან. ეპოსის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ გვარის წარმომადგენელთა საგმიროს თავგადასავლებს ეძღვნება. ისინი არიან ცნობილი ნართული ბალცის – ლაშქრობების მთავარი მონაწილეები. ნართებს შორის მხოლოდ ახსართაგათებმა იციან საიდუმლო ენა, ე. წ. ხათიაგური ენა („ხათიაგ ავზაგი“). ახსართაგათებს დაუსრულებელი კონფლიქტი აქვთ ბორათებთან ურუზმაგის ვაჟის მკვლელვობის გამო (თავისთავად ცხადია, რომ ეს მკვლელობა მათი დაპირისპირების მხოლოდ საბაბია, მიზეზი კი მეომარი ახსართაგათების და მდიდარი ბორათების სოციალურ მდგომარეობაშია საძიებელი). აღნიშნული კონფლიქტი კულმინაციას აღწევს ხამიცის მკვლელობით, რაც ბორათების დაკვეთაა და რასაც ბორაფარნიგი (ბურაფარნიგი) და მისი შვიდი ვაჟი ეწირება.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები