ახსირფამბალთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახსირფამბალთა (ოს. Æхсырфæмбæлттæ)

1. რიტუალური მწვადი, რომელსაც მონადირე მოკლული ნადირის ხორცისგან ამზადებს. ეს იყო ნანადირევის ბადექონში გახვეული ფილტვის შამფურზე წამოგებული და შემწვარი ნაჭრები. შამფური (уæхст) არყის ხის უნდა ყოფილიყო. თუ არყის ხე ახლომახლო არ იდგა, შეიძლებოდა პანტის ან თხილის ხის გამოყენება. როცა მწვადი გამზადდებოდა, უფროსი მონადირე აიღებდა მას (შამფურის ხელშესავლებ ადგილზე ბალახს შემოახვევდნენ, რათა მასზე ხელის მოკიდებით ღვთაება აფსათი არ გაენაწყენებიათ), ჯერ ღმერთის (ხიცაუს) სახელზე დაილოცებოდა, შემდეგ აფსათის სადიდებელს იტყოდა და შამფურს მორიგე მონადირეს გადასცემდა. ეს უკანასკნელი მწვადისგან გამოთავისუფლებულ შამფურს გადატეხავდა და ისურვებდა, რომ მომდევნო დღესაც იგივე გაეკეთებინა; შემდეგ დამტვრეულ შამფურს იმავე ცეცხლს შეუკეთებდნენ, რომელზეც მწვადი შეიწვა.


2. ოსური სადღესასწაულო სუფრის ერთ-ერთი ატრიბუტი: არყით ან ლუდით სავსე სასმისი სამი ღვეზელითა და სამსხვერპლო ცხოველის სამი ცალი შემწვარი ნეკნით, რომლებსაც სუფრაზე ასაკით უფროსის წინ დებდნენ პირველი საწესო სადღეგრძელოს (ლოცვის) წარმოსათქმელად.


ლიტერატურა

  • Дзадзиев А. Б., Дзуцев Х. В., Караев С. М. Этнография и мифология осетин. Владикавказ, 1994;
  • Чибиров Л. А. Традиционная духовная культура осетин. М., 2008.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები