აჰაფშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჰაფშა - აფხ. ქვევრი, ჭური. სამეცნიერო ლიტერატურიდან ჩანს, რომ აფხაზებში ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ღვინის დაყენების საკმაოდ პრიმიტიული ხერხი იყო გავრცელებული. მიწაში ორმოს თხრიდნენ, შემდეგ თიხით ამოლესავდნენ, შიგ ცეცხლს დაანთებდნენ და გამოწვავდნენ. ამოსუფთავებულ ორმოში ყურძენს ჭყლეტდნენ, გვიმრის ფოთლებს გადააფარებდნენ და დადუღებამდე ორმოშივე ტოვებდნენ. შემდეგ წვენი ხის კასრებში, ზოგჯერ თიხის ჭურჭელში გადაჰქონდათ (ი. აჯინჯალი). „აჰაფშას“ მოგვიანებით ბზიფ. აფხაზები ღია ცის ქვეშ, ამაღლებულ ადგილზე, რომელიმე ხილის ხის ქვეშ მარხავდნენ. აბჟ. აფხაზებმა ქართველების მსგავსად ქვევრები მარნის მიწის იატაკში ჩაფლეს. ღვინის ჩასხმამდე ისინი ქვევრებს სანთლით ან თხის ქონით პოხავდნენ, რომ ღვინოს წყალი არ შერეოდა. მეღვინეობასთან დაკავშირებული აფხაზური ენობრივი, ფოლკლორული მასალა, ინვენტარი და ღვინოსთან ან ვაზთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები, ქართველებისაგან განსხვავებით მწირია. მათი ტერმინო-ლოგიამეორადი, გვიან გაჩენილი, აღწერილობით ან ქართულიდან (მეგრულიდან) არის ნასესხები.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები