აჰურა მაზდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აჰურა მაზდა (მარჯვნივ, მაღალი გვირგვინით) ასაჩუქრებს არდაშირს (მარცხნივ) სამეფო ბეჭდით. (III საუკუნე).

აჰურა მაზდა(ძვ. ირან.) მითოლოგიაში ღმერთთა კრებულის უზენაესი ღვთაება, „ბრძენ აჰურა“, აჰურათა შორის უპირველესი შეგვხვდება სხვადასხვა ფონეტიკური სახეცვლილებებით: ორმუზდი, არმაზი. მისგან არის შექმნილი ყოველი სიკეთე და მშვენიერება, რაც კი არსებობს, იგი ქმნის ძალისხმევით და აზრის ძალით. კაცობრიობის ისტორიის მთელს მანძილზე აჰურა მაზდა ანგრი მაინუს ანტაგონისტია. თავის ბოროტ უფროს ძმასთან და დევებთან ბრძოლაში კეთილი აჰურები ანუ ამეშა სპენტები ჰყავს შემოკრებილი. ზარათუშთრამ მისგან გამოცხადებით მიიღო მაზდეანური რელიგია, მისი ზნეობრივი კანონები და ძირითადი დოგმატები.

აჰურამაზდას ხილული გამოვლენა ანუ სხეული ცეცხლია (ათარი), მისი სიმბოლოა ფრთიანი მირგვალა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები