აჲწბშახუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჲწბშახუ

„უმცროსი ძმის წილი“. დიდი ოჯახის დიფერენციაციისა და ინდივიდუალური ოჯახების გამოყოფის შედეგად ყველა ძმას მამის ქონებიდან თავისი თანაბარი წილი ეძლეოდა. მაგრამ სხვადასხვა ეპოქაში უფროს და უმცროს ძმას გარკვეულად განსხვავებული წილიც ეძლეოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ძველად, გაყრის დროს უფროსი ძმა მამისეულ სახლში რჩებოდა და ეს პრივილეგია იყო, იგი ძმებისგან დამატებით საქონელს - ცხვარს, ან საოჯახო ნივთებიდან მამისეულ ქამარ-ხანჯალს იღებდა საჩუქრად, რადგან ოჯახში მისი შრომის წილი ყველაზე მეტი იყო. მოგვიანებით, გაყრა და ქონების განაწილება, როდესაც ცოცხალი მშობლების დროს ხდებოდა, მამისეულ სახლში მშობლებთან ერთად უცოლო, უმცროსი ვაჟი რჩებოდა, რომელსაც „საუმცროსო წილი“ ე. ი. დედ-მამის სარჩენად და შემდეგ დასამარხად ერთი ძროხა, დამატებით ცხვარი ან თხა ეძლეოდა.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები