ბადე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფოლადის ბადე

ბადე

1. ერთგვაროვანი უჯრედოვანი სისტემა, ბრტყელი მეჩხერქსოვილი ან წნული მავთულოვანი ნაკეთობა, რომელიც გამოიყენება ფხვიერი მასალების დასახარისხებლად ზომის (სისხოს) მიხედვით ან მათ გამოსაცალკევებლად სითხეებისა და აირებისაგან;

2. თევზის ან ფრინველის საჭერი ნაკეთობა. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით „ბადე არს თევზთა შესაპყრობელი: სათხეველი, ხულიხი, ღრიპონი, ჩიჩქინური, მასე, ზეღმა, ხელბადე“. ბადის ქსოვის ტექნიკა პალეოლითის (ძველი ქვის ხანა) ხანიდანაა ცნობილი ცივილიზაციაში. საქართველოში კი, არქეოლოგიური მასალების მიხედვით, სელის ბოჭკოსაგან დამზადებული თევზის საჭერი ბადეების გამოყენება დაფიქსირებულია ნეოლითის (ახალი ქვის ხანა) ხანიდან. ცნობები კოლხური სელის ბოჭკოს გამოყენებისა ბადეების მოსაქსოვად შემორჩენილია დიდი ბერძენი ისტორიკოსისა და მწერლის ქსენოფონტის ისტორიულ თხზულებაში „ანაბასისი“ (IV და V თავები).

ზოგადად, არსებობს ბადის სხვადასხვა სახეები: ანაბეჭდების, აზბესტის, არმატურის, ასაწყობი ლითონის, ბოჭკოების, გოფრირებული, გრეხილი ლითონის, დამცავი, დისლოკაციური, თითბრის, კარბიდული, ლითონური, მაგროვებელი, მაეკრანებელი, მავთულის, მინაბოჭკოს, მინის, მმართველი, მოდულური, მოქანავე, მგრგვინავი, მრუდწირული, მფოლხავი, მცოცავი, ნაქსოვი ლითონის, მოდულური, რაბიცა, საბათქაშე, სამიზნის, სანიველირო, საფილტრავი, სვეტების, ფასადის, შენადუღი, შენადუღი ლითონური, ჩამიწებული, ცემენტიტის, ცხავის, წნული ლითონის, ძაფებისა და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები