ბავშვთა ასაკის სოციალურ-შფოთვითი აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბავშვთა ასაკის სოციალურ-შფოთვითი აშლილობა - (F93.2), (social anxiety disorder of childhood), უცხო პირების მიმართ გამოხატული დაძაბულობა და, აგრეთვე, ახალ, უჩვეულო ან სოციალურად საშიშ სიტუაციებთან შეჯახებისას გაჩენილი შიში ან შფოთვა. შიშის ასეთი განცდა აღმოცენდება ადრეულ ასაკში და შესაძლოა გამოხატული იყოს ისეთი ხარისხით, რომ სოციალური ფუნქციონირების პრობლემები შექმნას. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

სოციალურ-შფოთვითი აშლილობა ბავშვთა ასაკში ICD-10-ის მიხედვით, გულისხმობს 6 წლამდე განვითარებულ მდგომარეობას, როდესაც ბავშვებს უცხოს მიმართ შიშის გრძნობა, რაც ცხოვრების პირველი წლის მეორე ნახევრისთვისაა დამახასიათებელი, ჩვეულებრივზე უფრო ინტენსიურად ან ხანგრძლივად აღენიშნებათ. ამ აშლილობის მქონე ბავშვები ჩვილობაში ინტრავერტულ თვისებებს ავლენენ (Schwartz et al., 1999). ასეთი ბავშვები უცხოს დანახვაზე აშკარად შფოთავენ და ცდილობენ თავი აარიდონ მას. შიში, რომელიც უფრო ხშირად მოზრდილი ადამიანების მიმართ ვლინდება (თუმცა, შესაძლებელია თანატოლებისა და სხვა ბავშვების მიმართაც არსებობდეს), ბავშვის სოციალურ ფუნქციონირებაზე ახდენს გავლენას. ამ აშლილობის დროს მშობლებთან განშორების შფოთვა გამოხატული არაა.

სოციალური შფოთვითი აშლილობის ეტიოლოგია და მკურნალობა იგივეა, რაც ბავშვთა ასაკის სხვა შფოთვითი აშლილობების დროს. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)

სინონიმი

  • ამრიდებლური აშლილობა ბავშვთა და მოზარდთა ასაკის


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები