ბაზირების პუნქტი (ხომალდების)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაზირების პუნქტი (ხომალდების) – იმ საზღვაო (სამდინარო) სანაპიროსა და მიმდებარე აკვატორიის უბანი, რომელიც მოწყობილია ხომალდების სადგომად და უზრუნველსაყოფად.

ჩვეულებრივ, წარმოადგენს სამხედრო საზღვაო ბაზის ნაწილს. ბაზირების პუნქტებს განასხვავებენ ბაზირებული ხომალდების (წყალქვეშა ნავების, სარაკეტო და სატორპედო კატარღებისა და ა.შ.) კლასების (ქვეკლასების), აგრეთვე საინჟინრო მოწყობილობის დანიშნულებისა და ხასიათის მიხედვით (ძირითადი და სამანევრო ბაზირების პუნქტები).



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები