ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბათუმისა და ქობულეთის ეპარქიასაქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია.

შეიქმნა 2006 წლის 21 დეკემბერს ბათუმისა და სხალთის ეპარქიის ორ – სხალთისა და ბათუმ-ქობულეთის – ეპარქიად გაყოფის შედეგად. ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია მოიცავდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებსა და ქ. ბათუმს. ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დადგინდა მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი), რომელიც მანამდე განაგებდა ბათუმისა და სხალთის ეპარქიას. 2007 წლის დეკემბრიდან ბათუმისა და ქობულეთის ეპარქიას სამწყსოდ გადაეცა ისტორიული ლაზეთის ტერიტორია (ახლანდელი თურქეთის რესპუბლიკა) და ეპარქიას ეწოდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია.

თ. ჩხაიძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები