ბაიობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაიობა (აფხ. Баиоба) – ასე უწოდებენ აფხაზები ბზობის კვირადღეს. ბაიობაზე იცოდნენ საცხოვრებლის მორთვა ყვავილებით, განსაკუთრებით ბაიათი (Ranunculus), სპორტული შეჯიბრებები, ცეკვები და სიმღერები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს იყო და ეს, ბზობის ქრისტიანული განცდა აფხაზებს არ ჰქონიათ; თვით ტერმინი და საამდღისო წეს-ჩვეულებები ნასესხებია მეგრელებისგან.

ბზობაზე (ბაიობაზე) მეგრელები ბაიას ყვავილს საცხოვრებელ სახლში შემოიტანდნენ და იატაკზე წრიულად, მზის ფორმით გაფენდნენ და ზედ კვერცხს გადააგორებდნენ (ამ კვერცხს აუცილებლად სააღდგომოდ შეღებავდნენ); ბაიას მეგრელები მეორენაირად „ბჟაში ჩხორიას“ (მზის სხივს) უწოდებენ; მხოლოდ ამ დღეს ამზადებენ ფხალეულს, რომელშიც ბაიას ყვავილსაც ურევენ. სწამთ, რომ ასეთი ფხალის ჭამით მთელი წლის მანძილზე ენერგიით სავსენი იქნებიან. მზის ყვავილის (ბაია თავისი ფერის გამო მზესთანაა ასოცირებული) სახლში შემოტანა და მისი წრიულად დალაგება სხვა არაფერია თუ არა მზის შინ შემოყვანის მაგიური აქტი, რაც თავის პარალელს „მზე შინა და მზე გარეთას“ ცნობილ მოტივებში პოულობს.


ლიტერატურა

  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • И. Кобалия. Из мифической Колхиды. – СМОМПК. Тф., 1903. Вып. 32.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები