ბალავაძე ვახტანგ (მოჭიდავე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვახტანგ ბალავაძე

ბალავაძე ვახტანგ — (დ. 20.11.1926, სოფელი ღანირი (სამტრედიის რაიონი) - 25.07.2018), თავისუფალი სტილის მოჭიდავე (73 კგ). 1956 წლის მელბურნის XVI ოლიმპიური თამაშები ­ ბრინჯაოს პრიზიორი. 1960 წლის რომის XVII ოლიმპიური თამაშებში დაიკავა XI ადგილი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 57) და მეორე პრიზიორი (1959). პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. სსრკ­-ის ხუთგზის ჩემპიონი (1952­-55, 57), ვერცხლისა (1956, 59) და ბრინჯაოს (1951) პრიზიორი. სსრკ­-ის ხალხთა I და II სპარტაკიადების ვერცხლის მედლების მფლობელი (1956, 59). ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ჩემპიონი (1953). სსრკ­-ის ჩემპიონი (1952) და ვერცხლის მედლის (1951) მფლობელი სამბოში. სსრ-კ­ის სპორტის დამსახურებული ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი, სსრკ­-ის ნაკრების მწვრთნელი (1961­70), ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლევან თედიაშვილის პირადი მწვრთნელი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი (1964 წლიდან). საქართველოს სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (1967-75). თბილისის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს თავისუფალ ჭიდაობაში 1972 წლიდან ვახტანგ ბალავაძის სახელი მიენიჭა. თბილისის საპატიო მოქალაქე, ფილა­ს, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.

1956 წლის ოლიმპიური თამაშები

73 კგ, 15 მონაწილე
1. მიცუო იკედა (იაპონია)
2. იბრაჰიმ ზენგინი (თურქეთი)
3. ვახტანგ ბალავაძე (სსრკ)
I წრე ­ ქულებით (3:0) დაამარცხა ტონო რანტანენი (ფინეთი); II წრე ­ წმინდად (2,50) მოუგო ალფრედ ტიშენდორფს (გერმანიის გაერთიანებული გუნდი); III წრე ­ ქულებით (0:3) წააგო მომავალ ჩემპიონ, მიცუო იკედასთან (იაპონია); IV წრე ­ სუფთად (11,45) სძლია პერ ბერლინს (შვედეთი); V წრე ­ წმინდად (8,03) წააგო იბრაჰიმ ზენგინთან (თურქეთი).

იხილე აგრეთვე

ვახტანგ ბალავაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები