ბალიასტომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბალიასტომი – უხსოვარ დროში ზესტაფონიდან სოფელ მუჯირეთამდე დიდი ქალაქი ბალიასტომი ყოფილა გაშენებელი. ბალია ყოფილა მისი მამასახლისი და ქალაქის მთელი ტომი მას ემორჩილებოდა. ქალაქში სახლები ისე ყოფილა ერთმანეთთან მიჯრილი, რომ სახურავებზე სვლით შეიძლებოდა ზესტაფონიდან მუჯირეთამდე მისვლა – მიწაზე გავლა არ მოუწევდა.

ერთ დღეს ბალიასტომის ეკლესიაში თურმე და-ძმა იწერდა ჯვარს. გაიგო ეს ქრისტემ, გაჯავრდა ხალხზე, ეს რა სამარცხვინო რამ ხდებაო, და ჩამოვიდა ბალიასტომში და დაწყევლა ქალაქი. დააღო პირი მიწამ და ქალაქი თავისი ხალხითა და ეკლესიითურთ შთანთქა. იმწამსვე მოვიდა ნიაღვარი და წალეკა ნაქალაქარი ადგილიც.

ახლა, სადაც მიწამ ეკლესია დაიტანა, იქ მიწა სახურავივით არის ამობურცული. ხალხი ისევ რომ დასახლებულა ამ ადგილებში, ნაეკლესიარზე ეკლესია მაინც აღარ აუშენებიათ და სასაფლაოსთვის განუკუთვნებიათ.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები