ბალკანეთის ომები 1912-13

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდიანოპოლისში დაბანაკებული ბულგარეთის ჯარის ნაწილები, 1913

ბალკანეთის ომები 1912-13 - ბალკანეთის პირველი ომი (1912 წლის 9 ნოემბერი - 1913 წლის 30 მაისი) მიმდინარეობდა ბალკანეთის კავშირსა (ბულგარეთი, სერბია, საბერძნეთი, ჩერნოგორია) და ოსმალეთის იმპერიას შორის. მოკავშირეებმა, რომელთა შორის განსაკუთრებულად გამოიჩინა თავი ბულგარეთის არმიამ, დაამარცხეს ოსმალეთი, რომელიც 1913 წელს ლონდონის სამშვიდობო ხელშეკრულებით იძულებული გახდა გამარჯვებულთათვის თითქმის მთლიანად დაეთმო თავისი ევროპული სამფლობელოები სტამბოლისა და მისი მიმდებარე მცირე ოლქის გარდა.

ბალკანეთის მეორე ომში (1913 წლის 29 ივნისი - 10 აგვისტო) ბულგარეთი იბრძოდა საბერძნეთის, სერბიისა და ჩერნოგორიის წინააღმდეგ, რომლებსაც შეუერთდნენ რუმინეთი და ოსმალეთი. ომი დამთავრდა ბულგარეთის დამარცხებით, რომელმაც 1913 წელს ბუქარესტის სამშვიდობო ხელშეკრულებით რუმინეთს დაუთმო სამხრეთ დობრუჯა, ოსმალეთს – აღმოსავლეთ თრაკიის ნაწილი ქ. ადრიანოპოლით, სერბიას – ჩრდდილოეთ მაკედონია, ხოლო საბერძნეთს – სამხრეთ მაკედონიისა და თრაკიის ნაწილები.




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები