ბანდაისძე იოანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბანდაისძე იოანე – (XIV საუკუნის I ნახევარი), ლარგვისის დეკანოზი და შემდეგ წინამძღვარი. სავარაუდოდ, ავგაროზისა და გრიგოლის უშუალო წინაპარი. იხსენიება მატიანეში „ძეგლი ერისთავთა“. მონაწილეობდა იერუსალიმის ქართული ეკლესია-მონასტრების გასათავისუფლებლად გიორგი V-ის მიერ პიპა ქვენიფნეველის მეთაურობით ეგვიპტის სულთანთან გაგზავნილ ელჩობაში (1316 წელი ან 1320 წელი). ელჩობის დროს იერუსალიმში აკურთხეს ლარგვისის წინამძღვრად (მოძღვართმოძღვრად) – უცნობია, ვინ აკურთხა, ან რატომ მოხდა მისი კურთხევა იერუსალიმში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები