ბაჟბეუქ-მელიქოვი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაჟბეუქ-მელიქოვი ალექსანდრე

ბაჟბეუქ-მელიქოვი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე - (16.IX.1891, თბილისი - 20.VII.1966, თბილისი) - მხატვარი.

1904 შევიდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. დასრულების შემდეგ გაემგზავრა პეტერბურგში. 1911 წელს ჩააბარა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში პროფესორ ფოგელის ჯგუფში. 1912 წლდან მონაწილეობდა გამოფენებში.

1918 მიიპყრო საზოგადოების ყურადღება ჟურ. „LʹART“-ის რედაქციის ორგანიზებით გამართული გამოფენით, სადაც ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის გარდა, ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებიც იყო წარდგენილი. 1918 წელს ბოჰემური კაფე-კლუბი „არგონავტების ნავი“ მოხატა ლადო გუდიაშვილთან და კირილე ზდანევიჩთან ერთად. 1919 წლის ოქტომბერში მეორე საშემოდგომო გამოფენაზე 17 ნამუშევარი გაიტანა. მათ შორის „ყავისფერი ქალები“, „მუსიკოსები“, „ტირი“, „ლადო გუდიაშვილის პორტრეტი“ და სხვ.

1922-1929 წლებში ასწავლიდა მ. თოიძის სამხატვრო სტუდიაში. 1929-1938 წლებში - კი სამხატვრო აკადემიაში. 1935 ერევანში გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა. მხატვრის ნამუშევრები გამოირჩევა ფერწერულობით, დახვეწილი კოლორიტითა და ლირიზმით. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.


მაია ციციშვილი,
სალომე ჭანტურიძე



ლიტერატურა

  • ალ. ბაჟბეუქ-მელიქოვი, ჟურ. „ომეგას“ გალერეა, თბ., 2002;
  • ალ. ბაჟბეუქ-მელიქოვი, თბ., 2002;
  • გაზ. ერთობა, 1918, №130;
  • ჟურ. „შვიდი მნათობი“, 1919, №2.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები