ბაჟი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაჟი - მოხმარებისათვის დაწესებული გადასახადის სახეობა. ბაჟით იბეგრებიან ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ურთიერთობას ამყარებენ სახელმწიფოსთან ან ერთმანეთთან (ხელშეკრულების დადება არენდის შესახებ, შეთანხმება მეურვეობის თაობაზე და სხვ.).

ქართულ წყაროებში ტერმინი „ბაჟი“ პირველად XI ს-ში იხსენიება გიორგი II-ის სიგელში შიომღვიმის მონასტრისადმი. სახარების ქართულ თარგმანებში ბაჟს ეწოდებოდა ზუერი (ზვერი).

XI-XIV სს-ში საქართველოში გაძლიერდა საშინაო და განსაკუთრებით საგარეო ვაჭრობა სირიასთან, ეგვიპტესთან, ბიზანტიასთან, რუსეთთან, ინდოეთთან და ა.შ. საბაჟო საქმეს საგანგებო მოხელე - ბურტა, ხოლო უფრო გვიან მეჭურჭლეთუხუცესი განაგებდა.




წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი)
თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები