ბარამიძე არჩილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარამიძე არჩილი – (დ. 21.10.1926 – გ. 21.01.1996), ისტორიკოსი, წყაროთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

იკვლევდა ძველი მსოფლიოსა და საქართველოს ისტორიის კარდინალურ საკითხებს. ბარამიძის შრომების ნაწილი მიეძღვნა ქართველთა წარმომავლობის საკითხს, ისტორიულ გეოგრაფიას, „ქართლის ცხოვრების“ პრობლემატიკას. იკვლევდა ასევე ქართული ისტ. მეცნიერების ისტორიის საკითხებს, გამოკვლევები მიუძღვნა დ. ბაქრაძის, ა. ხახანაშვილის, ს. ბარათოვის, პ. იოსელიანის, ივ. ჯავახიშვილის, ს. ჯანაშიას, მ. ბერძნიშვილის შემოქმედებას. საგანგებო ნაშრომში შეეხო ქართლის გაქრისტიანების ქრონოლოგიას. იზიარებდა კ. კეკელიძის თვალსაზრისს და ქართლის მოქცევას IV საუკუნის II ნახევარში მომხდარ მოვლენად მიიჩნევდა.

ზ. აბაშიძე

თხზულება

იბერიაში ქრისტიანობის შემოსვლის საკითხისათვის, „ქართული ისტორიოგრაფია“, კრებ.: 2, თბ., 1975.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები