ბარბადოსი
ბარბადოსი - (Barbados) სახელმწიფო ვესტინდოეთში, კუნძულ ბარბადოსზე, რომელიც მდებარეობს მცირე ანტილის კუნძულების ჯგუფში.
ფართობი - 430 კმ2.
მოსახლეობა - 256,6 ათ. კაცი (2012), ძირითადად დასახლებულია ბარბადოსელებით.
ოფიციალური ენა - ინგლისური.
დედაქალაქი - ქ. ბრიჯტაუნი.
ადმინისტრაციულად იყოფა - 11 რაიონად.
დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრი.
სახელმწიფოს მეთაურია ბრიტანეთის მონარქი, წარმოდგენილი გენერალ-გუბერნატორით. საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანი პარლამენტი; აღმასრულებელი ორგანო - მთავრობა.
დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1966 წლის 30 ნოემბერს.
ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს მიწათმოქმედება.
საზღვაო პორტი - ბრიტთაუნი;
საერთაშორისო აეროპორტი - გრანტლი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 610 ათ. კაცი (2012). შედგება სახმელეთო ჯარებისაგან - 500 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალებისაგან - 110 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება მოხალისეებით.