ბარბაროსა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოპერაცია ბარბაროსა

ბარბაროსა („Barbarossa Fall“) – საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ჰიტლერული გერმანიის აგრესიული ომის გეგმის კოდური სახელწოდება („რომის საღვთო იმპერიის“ იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბაროსას სახელის მიხედვით).

„ბარბაროსა”-ს შემუშავება დაიწყო 1940 წლის 21 ივლისს, დამტკიცდა 1940 წლის 18 დეკემბერს. ჩანაფიქრი - წითელი არმიის მთავარი ძალების ელვისებური განადგურება მდ. დნეპრისა და დასავლეთ დვინის დასავლეთით, ხოლო შემდეგ არხანგელსკ-ვოლგაასტრახანის ხაზზე გასვლა. ომში გამარჯვება ივარაუდებოდა 2-3 თვის განმავლობაში (ე.წ. ბლიცკრიგის სტრატეგია).

ომის დაწყება გადაწყვეტილი იყო 1941 წლის მაისში, მაგრამ ბალკანეთის კამპანიის გამო ამ ვადამ 22 ივნისისთვის გადაიწია. ასეთმა შეფერხებამ, წითელი არმიის წინააღმდეგობასთან ერთად, საბოლოო ჯამში გამოიწვია “ბარბაროსა”-ს ჩაშლა.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები