ბართლომე მოციქული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხოსე დე რიბერა. წმინდა ბართლომეს წამება

წმ. მოციქული ბართლომექრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. კანადან იყო. მას და წმიდა ფილიპეს სულთმოფენობის შემდეგ წილად ხვდათ სახარების ქადაგება სირიასა და მცირე აზიაში, ისინი ხან სულ ერთად დადიოდნენ, ზოგჯერ კი ერთმანეთს სცილდებოდნენ, მაგრამ შემდეგ ისევ ხვდებოდნენ ერთმანეთს. წმიდა ფილიპეს თან დაჰყვებოდა და – წმიდა მარიამნა. წარმართები მათ ქვებს უშენდნენ, იჭერდნენ, ყრიდნენ ხაროში, ისინი კი მაინც ცოცხლები რჩებოდნენ და ისევ აგრძელებდნენ დაწყებულ საქმეს.

ქ. იეროპოლისში 2 სასწაული მოახდინეს: ლოცვით დაანგრიეს წარმართული უზარმაზარი კულტი და თვალი აუხილეს 40 წლის წინ დაბრმავებულ სტახიას, რომელიც მაშინვე მოინათლა ქრისტიანად. ამ ორმა სასწაულმა და სახარების მართალმა სიტყვებმა ძალიან ბევრი გააქრისტიანა, რის გამოც ქალაქის მთავრობამ დააბრალა ავსულობა და სამივე დაიჭირა. სასწაულის მიზეზს ტანსაცმელში ეძებდნენ. ამის გამო წმიდა ბართლომესა და წმიდა ფილიპეს შემოაძარცვეს ტანსაცმელი. წმიდა ბართლომე ცოტა ქვევით გააკრეს ჯვარზე, წმიდა ფილიპე კი თავქვე დაკიდეს უფრო ზევით. წმიდა მარიამნა თვალწინ წარმოუდგათ, როგორც აგიზგიზებული ჩირაღდანი და ხელი ვერავინ დააკარა.

წმიდანების ჯვარზე გაკვრას მოჰყვა საშინელი მიწისძვრა, რამაც შეაშინა ქალაქის ხელისუფალნი და სასწრაფოდ ჩამოხსნეს მოციქულები. რაკი წმიდა ბართლომე უფრო დაბალა იყო გაკრული, მალევე ჩამოხსნეს და გადარჩა, წმიდა ფილიპე კი ჯვარზევე გარდაიცვალა.

წმიდა ბართლომემ და წმიდა მარიამნამ იეროპოლისის ეპისკოპოსად დასვეს სტახია, თვითონ კი ქალაქი დატოვეს. წმინდა მარიამნა მშვიდად მიიცვალა ლიკაონიაში, წმიდა ბართლომემ კი ინდოეთში გააგრძელა მოღვაწეობა. მან ინდურ ენაზე გადათარგმნა მათეს სახარება და უამრავი ინდოელი გააქრისტიანა. შემდეგ კი წამოვიდა სომხეთში, აქ მეფის ძმამ – ასტიაგმა დააჭერინა და ჯვარზე თავქვე გააკვრევინა. წმიდა ბართლომე ამ მდგომარეობაშიც კი განაგრძობდა ქადაგებას.მაშინ იგივე ასტიაგის ბრძანებით ცოცხლად გააძვრეს კანი და თავიც მოჰკვეთეს. მორწმუნეებმა წმიდა ბართლომეს თავი ჩადეს კალის ჭურჭელში და ისე დამარხეს. ამჟამად წმიდა ბართლომეს წმიდა ნაწილები ზოგი ქ. ბუნვენტშია, ზოგიც – რომში.

მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ აღმოსავლეთი საქართველოს წმიდა ბართლომემ გააქრისტიანა და შემდეგ გადავიდა სომხეთში.


Logo1.JPG ბართლომე მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილის, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები