ბასილი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბასილი - მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი პროტოუპერტიმოსი, ჭყონდიდელ-უჯარემელი 1250-1265 წწ-ში.

სავაზიროს სათავეში ედგა დავით ლაშას ძის (ულუ) მეფობის დროს. მონღოლთა საგადასახადო ტვირთისაგან მიწებდაკარგულ აზნაურთა დასახმარებლად მეფის სიბაზე ყოფნის დროს ბასილი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს მისგან დამოუკიდებლად დაუწყია საეკლესიო მიწების გამოწირვა და უმიწოდ დარჩენილი აზნაურობისათვის დარიგება. 1263 წ. გამართულმა საეკლესიო კრებამ მეფეს მოსთხოვა უარი ეთქვა საეკლესიო მიწების გამოწირვაზე. სამეფო ხელისუფლება დათმობაზე არ წავიდა. ივ. ჯავახიშვილის აზრით, ამ ამბებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული ბასილის მიმართ წაყენებული ბრალდებები. მას დაბრალდა მეფის მამულების შემოსავლების მითვისება და მეფის საწოლის შეურაცხყოფა. დავით VII-მ ბასილი გამოუძიებლად და გაუსამართლებლად დასაჯა - „დამოჰკიდეს ძელსა შუა ქალაქსა“. ეს ამბავი მოხდა 1264 წ.



წყაროები და ლიტერატურა

  • ჟამთააღმწერელი 1959: 253; ქისკ 1984: 117, 119. 169-174;
  • ჯავახიშვილი 1982: 76-82; ბერძენიშვილი 1966: 27.


Logo1.JPG ბასილი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები