ბასილი VI

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბასილი VI – (XVI საუკუნე), აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1517-1528 წლები;

1529-1531 წლები, ბასილი VI-ს კათოლიკოსობის დროს, მოხერხდა სამცხე-საათაბაგოს მცხეთის საკათოლიკოსო ტახტისადმი დაქვემდებარების აღდგენა. მისი ძალისხმევით 1518 წლიდან სამცხის ეკლესია კვლავ კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციაშია. აღნიშნულის დასტურია 1519-1529 წწ. დათარიღებული ერთგულების წიგნი ზოსიმე კუმურდოელისა ბასილი VI-ისადმი. ყვარყვარე ჯაყელმა ბასილი VI-ს და სვეტიცხოველს აღუდგინა ძველი უფლებები სამცხეში, განუახლა საათაბაგოში პარხლის მონასტრისა და ყმა-მამულის შეწირულება. ბასილი VI-მ მოიკითხა სამცხეთო საკუთრება კახეთში, რის გამოც საგანგებოდ ეწვია კახთა მეფე ლევანს სამცხეთო აგარაკთა და სოფელთა დასაბრუნებლად და დასამტკიცებლად. იგი „გაწყრომია“ თარგამოს, ალექსანდრე და გიორგი ბატონიშვილებს საკათოლიკოსო მამულების „დახუთვის“ – დაკავების გამო და დავით X-ის მხარდაჭერით სვეტიცხოვლისათვის დაუბრუნებია. 1526 წლისთვის დავით X და მისი ძმები, გიორგი და ბაგრატი, ბასილი VI-ს „მამა-პაპათაგან“ მცხეთისათვის შეწირულ მამულებს სრული შეუვალობით უმტკიცებენ. ბასილი VI-ს ქართლის მეფედ კურთხევისას პორფირითა და გვირგვინით შეუმოსავს დავითი და მოგვიანებით მასვე აღუკვეცია მონაზვნად.

ე. კაჭარავა

წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ,ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973;
  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970;
  • ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897.
  • გუჩუა ვ., ბრძოლა ქვეყნის მთლიანობის აღდგენისათვის და აგრესორთა წინააღმდეგ XVI ს. I ნახ. წგ.: საქარტველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
  • კაჭარავა ე., ბასილი VI, წგნ.: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, თბ., 2000;
  • ოდიშელი ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის (XIV-XVII სს.), რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი, თბ.,1964.

იხილე აგრეთვე

ბასილი VI


Logo1.JPG ბასილი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები