ბას ქეთერუვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბას ქეთერუვ-ი (ნოღ. Бас кетеруьв) – ბავშვისთვის თმის, ე. წ. „მუცლის თმის“ (карыншаш) პირველი შეჭრის წეს-ჩვეულება, რომელსაც ნოღაელები დღესაც ზეიმით აღნიშნავენ. ერთი წლის ბავშვს თმას ბიძა, დედის ძმა (нагаш акай) აჭრის. მიაჩნიათ, რომ თუ თმას არ შეჭრიან, მომავალში ბავშვს ავი თვალი ეცემა და წყევლა აუხდება. საამდღისოდ გულმოდგინედ ემზადებიან, ნათესავებს, მეგობრებსა და მეზობლებს წინასწარ აფრთხილებენ, კლავენ ნასუქ ცხვარს, აცხობენ ტკბილეულს და სტუმრებს უმასპინძლდებიან.


ლიტერატურა

Черкесова А. А. Обряды ногайцев, связанные с рождением и воспитанием ребенка (по материалам полевых исследований автора в 2000-2014 гг.) // Ногайцы: XXI век. История, язык, культура. От истоков – к грядущему. Материалы Первой Международной научно-практической конференции. Черкесск, 14-16 мая 2014 г. Черкесск, 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები