ბატალია (სამხედრო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანსუა ჟერარი, აუსტერლიცის ბრძოლა

ბატალია - (ფრანგული bataille – ბრძოლა, შერკინება), საბრძოლო მოქმედებების და დარტყმების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია ოპერაციის მიზნების მისაღწევად ან მისი კერძო ამოცანების გადასაწყვეტად, შეიარაღებული ძალების სახეობების გაერთიანების გამოყენების ერთ-ერთი ფორმა. ოპერაციებში შეიძლება ყოფილიყო ერთი ან რამდენიმე ბატალია, რომლებიც ხორციელდებოდა ერთდროულად, ან თანამინდევრულად მთელ ფრონტზე, ან ცალკეულ მიმართულებაზე.

განასხვავებენ საერთო-საჯარისო (მ.შ. სატანკო), საჰაერო, საჰაერო თავდაცვის, დესანტსაწინააღმდეგო, საჰაერო-სადესანტო, საზღვაო-სადესანტო და საზღვაო ბატალიას. ის შეიძლება იყოს შეტევითი, მათ შორის შემხვედრი და თავდაცვითი.

საერთო-საჯარისო ბატალიის წარმოებისას სახმელეთო ჯარების გაერთიანებების ძირითადი ძალები ურთიერთქმედებენ სამხედრო-საჰაერო ძალებთან, ზღვისპირა მიმართულებებზე - სამხედრო-საზღვაო ძალებთან.

საჰაერო, საჰაერო თავდაცვის, დესანტსაწინააღმდეგო, საჰაერო-სადესანტო, საზღვაოსადესანტო და საზღვაო ბატალიები, როგორც წესი, მიმდინარეობს შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებთან ურთიერთქმედებით, ხოლო ზოგიერთი მათგანი (საჰაერო, საჰაერო თავდაცვის და საზღვაო) – დამოუკიდებლადაც.

ბატალია ხასიათდება მხარეების მოქმედებების სიმტკიცით, დიდი გაქანებით. ასევე დასახული მიზნების მისაღწევად ჯარების მდგრადობით და მაღალი დინამიკურობით.

ოპერაციის ცნების გაჩენამდე ბატალია იყო მეომარი სახელმწიფოების არმიების, საბრძოლო მოქმედებების ძირითადი სახე.

XX საუკუნემდე განასხვავებდნენ კერძო და გენერალურ ბატალიას. გენერალური ბატალია გადამწყვეტ გავლენას ახდენდა საომარი კამპანიის, ხოლო ზოგჯერ თვით ომის ბედზეც. (მაგალითად, აუსტერლიცის 1805 წლის ბატალია).

ლიტერატურაში ცნებები „ბატალია” და „ოპერაცია” ხშირად იხმარება როგორც სინონიმები.

ნატოს სახელმწიფოების არმიებში ცნება ბატალია გაიგივებულია „ოპერაციის“ ცნებასთან. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს წევრი ქვეყნების არმიების ერთ-ერთ ძირითად კონცეფციას ეწოდება „საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბატალია).“


Logo1.JPG ბატალია მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები