ბატალიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბატალიონი - (იტალიური battagliaრაზმი, ათასეული), ძირითადი ტაქტიკური ქვედანაყოფი სახმელეთო, საჰაერო-სადესანტო, სანაპირო და სხვა ჯარებში. შედის ბრიგადის შემადგენლობაში ან შენაერთში (გაერთიანებაში), წარმოადგენს ცალკეულ სამხედრო ნაწილს.

ბატალიონი შეიძლება იყოს:

  • ქვეითი (მოტომსროლელი, მოტოქვეითი);
  • სატანკო, საპარაშუტო-სადესანტო;
  • ქვეითი აერომობილური;
  • სადესანტო-მოიერიშე;
  • საზღვაო ფეხოსნების;
  • დაზვერვის (სადაზვერვო აერომობილური);
  • არმიის ავიაციის;
  • საინჟინრო-მესანგრეების (საინჟინრო);
  • კავშირგაბმულობის;
  • რადიოელექტრონული ბრძოლის;
  • საავტომობილო;
  • მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის;
  • სარემონტო-აღდგენითი, სამედიცინო-სანიტარული და სხვა.

თავდაპირველად ტერმინი „ბატალიონი“ („ბატალია“-სგან) საბრძოლო წყობას ნიშნავდა. XVII საუკუნეში ეს წყობა შემადგენელ ნაწილებად დანაწევრდა, რომლებსაც ბატალიონები ეწოდება.

აშშ-ში მოტოქვეითი (ქვეითი) ბატალიონი მოიცავს მმართველობას, საშტაბო, 3 მოტოქვეით (ქვეით) ასეულსა და საცეცხლე მხარდაჭერის ასეულს. გერმანიაში ჰყავთ შერეული მოტოქვეითი ბატალიონი (2 ასეული ქვეით საბრძოლო მანქანებზე და სატანკო ასეული). დიდ ბრიტანეთში მოტოქვეითი ბატალიონი ძირითადი ტაქტიკური ნაწილია. იგი 700-ზე მეტ ადამიანს, 100 ჯავშანტრანსპორტიორს და ჯავშანავტომობილს ითვლის. რუსეთის ფედერაციის არმიაში მოტომსროლელ ბატალიონში შედის – მმართველობა, 3 მოტომსროლელი ასეული, ნაღმტყორცნი, კავშირგაბმულობა, ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო, ყუმბარსატყორცნი, სამეურნეო, ტექნიკური უზრუნველყოფისა და სამედიცინო პუნქტის ქვედანაყოფები, სულ 500 კაცამდე და 50 ქვეით საბრძოლო მანქანამდე (ჯავშანტრანსპორტიორამდე).



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები