ბაქში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაქში (ნოღ. Бакшы || Баксы) – ნოღაელი შამანი, ნათელმხილველი, საიდუმლო ცოდნის მატარებელი მკურნალი. ბაქშები მკურნალობისას იყენებდნენ სხვადასხვა სახეობის მუსიკალურ ინსტრუმენტებს, მღეროდნენ უცნაური ტექსტის სიმღერებს სხვათათვის გაუგებარ ან გასაგებ ენაზე; იყენებდნენ ისეთ საგნებს, როგორიცაა სარკე, დანა, ხანჯალი, მახვილი, ლურსმანი, ცხოველთა ძვლები. რიგ შემთხვევაში მხოლოდ მათთვის ცნობილ დღეებში ატარებდნენ კოლექტიურ სეანსებს, ადამიანთა ჯგუფი ტრანსის მდგომარეობაში მოყავდათ. თავად მათი მონაყოლის თანახმად, შეეძლოთ ფრთოსან მგლად, სამირად (ზეციურ ძაღლად), ირმად, ფრინველად ქცევა, ან კიდევ აღნიშნულ არსებებად თავიანთი მუსიკალური ინსტრუმენტის გარდაქმნა, რომლებზედაც მსხდომნი სხვა სამყაროში მოგზაურობდნენ; იგებდნენ ავადმყოფობათა გამომწვევ მიზეზებსა და მათი მკურნალობის ხერხებს, მომავლის ვითარებას და სხვ.

ბაქშები მთელი ცხოვრება ავსულებს, დემონებს ებრძოდნენ, ბოლოს კი მათი მსხვერპლნი ხდებოდნენ.


ლიტერატურა

  • Сызранов А. В. Ислам у астраханских ногайцев-карагашей // Современное положение и перспективы развития ногайского народа в XXI веке. СПб., 2006;
  • Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები