ბაღნის გაყიდვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაღნის გაყიდვააჭარაში ახალდაბადებულის ხშირი სიკვდილობის შემთხვევაში, დაბადებიდან ორმოცი დღის განმავლობაში ბავშვს „ყიდდნენ”, გაყიდვის იმიტაცას ახდენდნენ. მას ბედნიერი დედის უბესა და პერანგში აძვრენდნენ და შემდეგ მამისეულ სახლში აბრუნებდნენ. ამას ბაღნის გაყიდვა ეწოდებოდა. ბუნებრივია, გაყიდვა ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მათი რწმენით, გაყიდული ბავშვი სიკვდილს გადაურჩებოდა. ბავშვს „წინ მომავალ”, დედ-მამიანდა მრავალშვილიან ოჯახზე „ყიდდნენ”. გაყიდული ბავშვი მშობლებისავე ოჯახში ახლად შეძენილი მშობლების სახელზე იზრდებოდა, ე. ი. ბავშვი მამისეულ სახლს არ ტოვებდა. და ნათესავების პროცესში, უფრო ზუსტად, ჩვეულების აღსრულების დროს, გამოკვეთილად იჩენდა თავს პერანგი, როგორც რიტუალის საკრალური სიმბოლო. ბავშვის „მყიდველის” ცოლი ჩვილს ან და მოზარდს თავის პერანგს აცმევდა, იგი ხელში აყავდა და, დასაშვებია, რამდენიმე დღით სახლშიც წაეყვანა. დედობილის პერანგს შვილობილი ორმოცი დღის განმავლობაში ატარებდა. პერანგს ბავშვს საწოლში ძილის დროსაც აცმევდნენ. პერანგს ორმოცის პერანგი ერქვა და მაგიური დანიშნულება გააჩნდა. ამ შემთხვევაშიც, ზემოთ აღწერილი, ქალის პერანგითა და უბეში ამოძვრენით „ბაღნის გაყიდვის” წესი, რაც შესაძლოა, ძუძუს წოვების იმიტაციას წარმოადგენდა, შვილად აყვანის სარიტუალო ციკლთან ყოფილიყო ორგანულად დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, როგორც „ბაღნის ყიდვას”, ისე „შვილად აყვანას” საფუძვლათ ედოთ საერთო ტრადიციული ფასეულობები. ბავშვის სიმბოლურ გაყიდვა-გასხვისებასთან იყო დაკავშირებული სახელის გადარქმევაც.

აჭარის მთიანეთში, თუ მცირეწლოვანი ბავშვი „წინ არ მიდიოდა” ანუ დასუსტდებოდა, „დაღრებოდა”, დაუძლურდებოდა და ოჯახი ვერაფერს გახდებოდა, ასეთ შემთხვევაში, სახლეული შეიკრიბებოდა და მშობლების თანხმობითა და საერთო გადაწყვეტილებით ბავშვს ახალ სახელს შეარქმევდნენ, იმ მოტივით, რომ ბავშვი „სახელზე არ წევდა წინო” და სახელს გამოუცვლიდნენ.


ლიტერატურა

მგელაძე, 2018

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები