ბაშკიროვი დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიმიტრი ბაშკიროვი

ბაშკიროვი დიმიტრი ალექსანდრეს ძე - (1. XI. 1931, თბილისი), პიანისტი და პედაგოგი, რსფსრ სახალხო არტისტი.

დაამთავრა თბილისის სამუსიკო სკოლა-ათწლედი პროფესორ ა. ვირსალაძის ხელმძღვანელობით (1949). დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია პროფესორ ა. გოლდენვეიზერის ხელმძღვანელობით (1954). 1957-იდან მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგია (1977-იდან პროფესორი). მ. ლონგის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (I პრემია, პარიზი, 1955). უკანასკნელი წლების მანილზე მუშაობს აგრეთვე მადრიდის (ესპანეთი) კონსერვატორიაში. მრავალი წლის მანძილზე გასტროლებს მართავდა სსრკ ქალაქებში და უცხოეთში. პერიოდულად ჩამოდის თბილისში (კონცერტები და კონსულტაციები).




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

დიმიტრი ბაშკიროვი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები