ბაცუკაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაცუკაი - ხატობა-წლისთავისათვის ნაფუარი ერთგვარი პური. აცხობენ სულთკრეფას, ყველიერის ბოლო კვირას სულებთან დაკავშირებულ დღეობაზე.

ბაცუკაის აცხობენ ადამიანის მსგავსად. მხარზე გადაკიდებული აქვს ძაფზე ასხმული ბატიბუტი. თავზე ჩარჭობილი აქვს ჯოხი, რომელზეც ჩამოცმულია კვერცხი ან ვაშლი. წელსა და მკერდზე კიდია კამფეტები ან სხვა რაიმე ხილი. თვალების ადგილას სიმინდის მარცვლები აქვს ჩასმული. სულთკრეფის დამთავრებისას ყველა ოჯახიდან მოაგროვებენ „ბაცუკადებს“, ჩააყენებენ სანიშნედ ერთმანეთის გვერდით და პატარა ბიჭები მშვილდ-ისარს ესროდნენ, ვინ რომელსაც მოარტყამს - მისი იქნება.



წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები