ბაწილ კალ ბუხიზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაწილ კალ ბუხიზე (ხუნძახ. БацIил кIал бухьизе – „მგლის პირის შეკვრა“)მაგიური ხასიათის დაღესტნური (ხუნძახური) წესი, რომლის მიზანს მგლისგან საქონლის დაცვა წარმოადგენდა. ამ წესის შესრულებას მაშინ მიმართავდნენ, როცა საქონელი საღამოს საძოვრიდან არ ბრუნდებოდა და პატრონს მასზე მგლის თავდასხმის შიში ჰქონდა. ასეთ შემთხვევაში ეს უკანასკნელი მიმართავდა მოლას ან სხვა ვინმეს, რომელსაც სათანადო ცოდნა გააჩნდა. მოლა, არაბულ ენაზე წარმოთქვამდა რა შესაბამის ლოცვას, მხეცის „ენით“ იმ ტერიტორიას შეულოცავდა, რომელზედაც, სავარაუდოდ, დაკარგული საქონელი იმყოფებოდა. ამასთან, იგი შალის ძაფს – შვიდ, ან თოკს ცხრა ადგილზე განასკვავდა. სოფ. ღორთყოლოში კვანძებს მანამდე ნასკვავდნენ, სანამ მოლა ლოცვის წაკითხვას დაასრულებდა. კვანძებს მას შემდეგ გახსნიდნენ, როცა საპონელს იპოვნიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, „პირშეკრული“ მგელი შიმშილით მოკვდებოდა, რაც ცოდვად ითვლებოდა.


ლიტერატურა

Сефербеков Р. И., Шигабудинов Д. М. Мифологические персонажи традиционных верований аварцев-хунзахцев. Махачкала, 2006.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები