ბახთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბახთ-ი (სომხ. Բախտ – „ბედი“) – ბედის პერსონიფიცირებული სული სომხურ მითოლოგიაში. იგი ჭაღარათმიანი მოხუცის სახით ზის ზეცაში ან მაღალ მთაზე და ყოველი ადამიანის ბედ-იღბალს განსაზღვრავს. მის წინასწარმეტყველებას გროღი სპეციალურ წიგნებში ან ახალშობილის შუბლზე აფიქსირებს.

ხალხური რწმენა-წარმოდგენების თანახმად, ბახთი ბედნიერებისა და კეთილდღეობის (დოვლათის) სულია. ვისთანაც იგი ცხოვრობს, მისი თანამგზავრი წარმატებაა, ხოლო ვისაც სტოვებს – წარუმატებლობა. თეთრ სამოსში გამოწყობილი ბახთი ხშირად ჩნდება სახლში, ბოსელში ან საძოვარზე, სადაც საქონელს მწყემსავს. მიდის იმ სახლიდან, სადაც იგი შეურაცხყვეს. ბახთის დასაბრუნებლად ან მოსაწვევად, წლის ბოლოს ან ახალი წლის დასაწყისში ასრულებენ შემდეგი სახის რიტუალს: ქალიშვილები საჩხრეკზე სხდებიან და ასე დაჭენაობენ, დედაბრები გამოდიან ყავარჯნებით, რომლებსაც მიწას ურტყამენ და ბახთს სახლში დაბრუნებას თხოვენ.

ბახთი ზოგჯერ წინაპართა სულებთან არის გაიგივებული. ვანის აუზის სომეხი მოსახლეობა – დიდმარხვაში, ხოლო დანარჩენები საახალწლოდ ოჯახის ყველა წევრისთვის აცხობდნენ ბახთის სახელობის ფიგურულ პურებს, ამასთან, ქალიშვილებისთვის – კულულებივით დაწნულს, ხოლო ბიჭებისთვის – ქისის ფორმისას.


ლიტერატურა

  • Abeghian M. Der armenische Volksglaube. Lpz., 1899;
  • Арутюнян С. Б. Бахт // Мифы народов мира. Т. I. М., 1980;
  • Лисициан С. Д. Очерки этнографии дореволюционной Армении // КЭК. I. М., 1955.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები