ბაჰამის კუნძულები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროშა

ბაჰამის კუნძულები - (The Commonwealth of the Bahamas - ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობა), სახელმწიფო ვესტინდოეთში, ბაჰამის კუნძულებზე, ატლანტის ოკეანეში.

საერთო ფართობი - 13,9 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 307,5 ათ. კაცი (2012), 75%-ზე მეტი ბაჰამელები (მულატები და ზანგები).

ოფიციალური ენა - ინგლისური.

დედაქალაქი - ქ. ნასაუ.

ადმინისტრაციულად იყოფა 18 ოლქად. ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრი.

სახელმწიფოს მეთაურია დიდი ბრიტანეთის მონარქი, წარმოდგენილი გენერალ-გუბერნატორით. საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი, აღმასრულებელი ორგანო - მთავრობა.

დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1973 წლის 10 ივლისიდან.

ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს საერთაშორისო ტურიზმი, საფინანსო და სავაჭრო ოპერაციები.

გააჩნია ორი საზღვაო პორტი და ორი საერთაშორისო აეროპორტი.

შეიარაღებული ძალები სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად საერთო შემადგენლობით - 860 ათ.კაცი (2012). დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები