ბებუთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბებუთი

ბებუთი - ირიბი დანა, ორპირად ლესული. მზადდებოდა გაშუალებითი დაფოლაფების წესით, რაც გულისხმობს რკინის ორ ნაჭერს შუა ფოლადის დაყოლებას, დატენვას. ბებუთი ხელჩართულ ბრძოლაში გამოიყენებოდა.

ქართული ბებუთი გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს აღმოსავლურ ყამასთან.



ლიტერატურა

ნ. რეხვიაშვილი, ქართ. ხალხ. მეტალურგია, 1964. ა. გ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები