ბედისმწერლები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბედისმწერლები || ბედიმწერელნი (ქიზ.) / მწერელი (თუშ.) – ადამიანის ბედის განმსაზღვრელი სულები ქართულ მითოლოგიაში.

ხევსურული მასალის თანახმად, ცხოვრობენ საიქიოში, გამუდმებით „ბედის წიგნში“ იხედებიან და სულეთის ღმერთს დროულად აწვდიან ინფორმაციას ცისქვეშეთში ადამიანის ცხოვრებისათვის დაწესებული ვადის გასვლის თაობაზე. ზოგჯერ ბედის მწერლები ცდებიან და სულეთში იმ ადამიანის სულსაც იძახებენ, რომელსაც სიცოცხლის ვადა ჯერ კიდევ არ გასვლია. ასეთ შემთხვევაში ისინი სულს სხეულს უბრუნებენ და ადამიანი მისთვის განწესებულ დრომდე ცხოვრობს. ბედის მწერლების ფუნქციას, არცთუ იშვიათად, სულეთის ღმერთი ითავსებს.


ლიტერატურა

  • დ. გიორგაძე. წარმოდგენები საიქიოზე ხევსურეთში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. XXI. თბ., 1981;
  • დ. კარიჭაშვილი და ივ. ბუქურაული. თუშურს ლექსებში ნახმარის სიტყვების განმარტება // ძველი საქართველო. ტ. II. ტფ., 1913. განყ. V, გვ. 129-139;
  • ს. მენთეშაშვილი. ქიზიყური ლექსიკონი. თბ., 1943;
  • И. Сургуладзе. Бедис мцерлеби // Мифы народов мира. Главный редактор С. А. Токарев. Т. I. М., 1980.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები