ბეთდირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეთდირ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Бетдир) – საქორწინო სარეცლის მფარველი სული ბალყარულ-ყარაჩული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. ბეთდირისა და მისი ცოლის – ბეთდირხანის (Бетдирхан) – გამოსახულება ამშვენებდა მცირე ზომის საწესო ფიგურულ პურებს, რომლებსაც ახალშეუღლებულთა საწოლთან ახლოს კიდებდნენ. ხალხის რწმენით, ეს სულები უნდა დაპირისპირებოდნენ უშვილობის გამომწვევ სულებს („ალ-ხალასი, ბალ-ხალასი“).


ლიტერატურა

Шаманов И. М. Обряды, связанные с рождением и воспитанием ребенка // Карачаевцы. Балкарцы. М.,2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები