ბეთელის მუხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუხა

ბეთელის მუხა – (Quercus inhabuensis) – ძველი აღთქმის წიგნში საკმაოდ ხშირადაა საუბარი მუხაზე, რაც მეტწილად გარკვეულ ისტორიულ მოვლენას, რომელსაც ადგილი ჰქონდა წმინდა მიწაზე და, რომელიც ყოველთვის უკავშირდება რეალურ ისტორიულ პიროვნებას. ამასთან, როცა ბიბლიაში საუბარია მუხაზე, დაკონკრეტებული არ არის, კერძოდ მუხის რომელ სახეობასთან გვაქვს საქმე. დროთა განმავლობაში მოხდა მუხის ამ სახეობათა იდენტიფიკაცია. ძირითადად გვხვდება სამი სახეობის მუხა:

რკო
  • თაბორის (ბეთელის, მამრეს) მუხა, Quercus ithaburensis, რომლის ებრაული სახელწოდებაა „ალონ ჰა ტავოღ“,
  • პალესტინის მუხა Quercus calliprinos, ებრაულად – „ალონ მაცუი“
  • ალეპოს მუხა – Quercus boissieri, ებრაულად – „ალონ ჰა ტულა“.

„ააგო იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს სახელად ელ-ბეთელი, რადგან აქ გამოეცხადა ღმერთი, როცა თავის ძმას გაურბოდა. მოკვდა დებორა, რებეკას ძიძა, და დამარხეს ბეთელს ქვემოთ, მუხის ქვეშ. უწოდა სახელად ამ ადგილს ალონ-ბაქუთი (მუხა გლოვისა).“ (დაბადება 35, 7-8)

„გასცდები ამ ადგილს და მიხვალ თაბორის მუხნართან და შეხვდები ბეთელისკენ სალოცავად მიმავალს სამ კაცს. ერთს სამი თიკანი მიჰყავს, მეორეს სამი პური მიაქვს, მესამეს ტიკით ღვინო. მშვიდობით მოგიკითხავენ და ორ პურს მოგცემენ, შენც გამოართმევ.“ (1 მეფეთა 10,3-4)


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები