ბეკონი ფრენსის (მხატვარი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრენსის ბეკონი - (Francis Bacon, 1909-1992) ინგლისელი მხატვარი-ექსპრესიონისტი.

უშუალოდ ომის შემდგომ პერიოდში, ევროპელ ხელოვანთა დიდი ნაწილი ცდილობდა საკუთარი ხელოვნება მიღებული გამოცდილების გასააზრებლად გამოეყენებინა, ბევრს კამათობდნენ იმაზეც თუ რა ფორმით სჯობდა ამ გამოცდილების ჩვენება. ზოგი ფიგურატიულ ნამუშევრებს ქმნიდა, ზოგი კი აბსტრაქციებს. ინგლისში, ფრენსის ბეკონი თავის ტილოებში იმ საშინელებებს გადმოსცემდა, რომლებიც მას თან სდევდა და მოსვენებას არ აძლევდა. ის თვითნასწავლი მხატვარი იყო და 1940-იან წლებამდე ცოტა რამ ჰქონდა შექმნილი. II მსოფლიო ომის დროს ბეკონი საჰაერო თავდასხმების დროს, ქუჩებში მორიგეობდა და საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი ლონდონის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის სისხლიანი შედეგები.

ნამუშევარში "ფიგურა ხორცით" ბეკონი წარმოგვიდგენს ძლევამოსილ პაპ ინოკენტი X. პაპის ფიგურა დაყვანილია დატანჯული, თითქოს არარეალური კაცის გამოსახულებამდე, რომელიც ჩაშავებულ სიცარიელეს შეჰყმუის. ის საქონლის ხორცის სისხლიანი ნაჭრებით შექმნილ, შემაძრწუნებელი კივილით სავსე, კლაუსტროფობიულ კოლოფშია გამოკეტილი, რომელიც სულ უფრო მეტად აძლიერებს მის შიშს.

სურათი შთაგონებული იყო დიეგო ველასკესის 1650 წელს შესრულებული რომის პაპის ინოკენტი X პორტრეტითა და რემბრანდტის ფერწერული ტილოთი, რომელზეც ასევე ახლადდაკლული საქონლის ხორცია წარმოდგენილი. ბეკონი თავის შემოქმედებაზე წერდა: "ვიმედოვნებ, რომ მხატვრობაში ადამიანის ყვირილის საუკეთესო გამოსახულებას შევქმნი.... და შევცვლი თავად რეალობის ძალადობრივ ბუნებას".

იხილე აგრეთვე

არაფორმალური ხელოვნება

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები