ბელგ ბარხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბელგ ბარხ-ი (ყალ. Белг бәрх) – მკითხაობის რიტუალური აქტი ყალმუხებში. ყალმუხი მკითხავები – დალჩები და ბელგჩები – ძირითადად ცხვრის ბეჭზე მკითხაობდნენ. სრულ სიჩუმეში ბეჭს ცეცხლზე შემოწვავდნენ, ხელში ფრთხილად აიღებდნენ და ათვალიერებდნენ – აფასებდნენ ბზარებისა და ფერის მიხედვით; ბზარებით, წელიწადის დროთა გათვალისწინებით, ამინდს ადგენდნენ; გარდა ამისა, გ. პოტანინის ცნობით, მკითხაობის თემატიკას შეადგენდა: „უწყება, სასიხარულო უწყება, მომთაბარეობა, ძლიერი სიხარული, ღვთის წყალობა, ავადმყოფის ბედი, ქურდების მიერ საქონლის თვალთვალი, ჩანასახის სქესი, წამოსაწყები საქმის წარმატება თუ წარუმატებლობა და სხვ.“.


ლიტერატურა

  • Потанин Г. Н. Очерки Северо-Западной Монголии: Результаты путешествия 1976-1877 гг. Вып. 2. Материалы этнографические. СПб., 1890;
  • Борджанова Т. Г. Обрядовая поэзия калмыков (система жанров, поэтика). Элиста, 2007.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები