ბერად შეყენება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერად შეყენება – შეთქმის საფუძველზე გარკვეული ვადით ხატის სამსახურში ჩაყენების ქართლური წესი – ქიზიყური „კურატად დაყენების" ანალოგი.

ვ. ბარდაველიძის მიხედვით, „როცა ოჯახს შვილი არ უჩნდებოდა, ან უჩნდებოდა და არა რჩებოდა, ან ავადმყოფობდა, ოჯახის უფროსი კაცი ან ქალი (და ან თვით ავადმყოფი) თავის სალოცავს შეუთქვამდა: ოღონდ შვილი გამიჩინე, ან გამიზარდე თუ ავადმყოფი მომირჩინე და ამდენი ხნით „ბერად დაგიყენებო“. რამდენი წლითაც შეუთქვამდნენ, იმდენი წლის განმავლობაში შეთქმულ პირს თმას არ მოპარსავდნენ და უზრდიდნენ, შემდეგ ხატში წაიყვანდნენ საკლავით და სანთელ-სამწყალობნოთი და დეკანოზს ან მღვდელს შეაკრეჭინებდნენ ბერად შეყენებულის თმას.

„ბერად შეყენება“ იცოდნენ 10-13 წლის ბავშვისაც და დიდი ვაჟკაცისაც“.


ლიტერატურა

ვ. ბარდაველიძე. 1947 წლის ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიციის საარქივო მასალა.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები