ბერაძე მერაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერაბ ბერაძე

ბერაძე მერაბ − (1936), ქართველი პოეტი, დრამატურგი და სცენარისტი. დაიბადა ჩოხატაურში. 1961 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის კომენტატორად. არის 2 წიგნის (პოეტური კრებული − „დანაღმული საქორწინო ბეჭედი”) , 8 პიესის, 4 სატელევიზიო ფილმის სცენარის ავტორი.


* * *
თუკი ოდესმე მოგენატრები
და ჩემზე ფიქრით გონებას დაღლი,
შემოგაწვება გულზე ნაღველი,
მოგენატრება ეს ჩემი სახლი.
რა სიზმარივით გაუჩინარდი,
სად არ ვიყავ და სად არ გეძიე,
გახსოვს, ოდესღაც ცაში ვფრინავდით,
ახლა კი მოდი, სტუმრად მეწვიე!
სტუმრად მეწვიე, ბუხართან დაგსვამ
და მე გამანდე შენი ფიქრები,
თუკი ოდესმე მოგენატრები,
შენთვის ყოველთვის სახლში ვიქნები!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები