ბერე-ნაპოლეონი (მსხლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერე–ნაპოლეონი

ბერე-ნაპოლეონი(Beurré Napoléon, Napoléons Butterbirne, Bon Chrétien Napoléon და სხვა.) მსხლის ჯიში. ბერე-ნაპოლეონი გამოყვანილია მებაღე ნიკოლოზ ლიარის მიერ XIX საუკუნის დასაწყისში (1808 წ.), ბელგიაში და მიძღვნილია ნაპოლეონ პირველისადმი, რომლის სახელწოდებასაც იგი ატარებს. ევროპის ქვეყნებში: ბელგიასა, საფრანგეთსა და გერმანიაში საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ჯიშია.

საქართველოში კი თითო-ოროლა ხე გვხვდება (ქართლში, თბილისის გარეუბნებსა და კახეთში).

ნაყოფი საშუალო სიდიდისაა, იშვიათად მსხვილი, რუბცოვის მონაცემებით 80–65მმ ზომით. მოგრძო მსხლისებრი მოყვანილობისაა, ყელთან უფრო ვიწრო და ნაყოფის შუა წელზე ქვევით ოდნავ გასქელებული.

ნაყოფის ყუნწი საშუალო სიგრძისაა, მსხვილი, ზის პატარა ბორცვიან ღრუში.

ჯამი ნახევრად დახურულია, ზოგჯერ ღია. ზის სულ პატარა ღრუში.

ნაყოფის კანი გლუვია, პრიალა, თხელი, მკრთალი მომწვანო ფერის, კანზე ზევიდან ჟანგაროს მოყავისფრო-მორუხო წვრილი წერტილებია უხვად გაფანტული.

სრული სიმწიფისას ნაყოფის კანი მუქ ყვითელ-ფორთოხლისებრ სიყვითლეს ღებულობს, მზის მხარეზე უფრო მუქი ყვითელია და მცირე სიწითლეც დაჰკრავს ხოლმე.

ნაყოფის ხორცი თეთრია, ნაზი, მთლიანად მდნარი, მეტად წვნიანი, სურნელოვანი, მარცვლოვანი სიმკვრივისა, საერთოდ იშვიათი კარგი გემოსია. იკრიფება ოქტომბერ-ნოემბერში.

ხე სუსტი ზრდისაა, ინვითარებს პირამიდულ თხელ ვარჯს, ახალგაზრდობაში ძლიერ მგრძნობიარეა ყინვების მიმართ. გაზრდილი ხე კი საკმაოდ ყინვაამტანია. ადრე შედის მოსავლიანობაში, აშკარა მეწლეურია, საერთოდ კი საშუალო მოსავლიანი. ყვავილობა გვიანი და გრძელი აქვს. ყვავილი თვითსტერილია. ქარისაგან ნაყოფი ადვილად სცვივა. ქეცით ძლიერ ავადდება, როგორც ნაყოფი, ისე ფოთლებიც. კომშზე ცუდად იზრდება, მოითხოვს ჩართულ მყნობას, გრძელ სხვლას; იზრდება სხვადასხვა ტიპის ნიადაგებზე – უფრო კარგია მსუბუქ, ვიდრე მძიმე ნიადაგებში; ისე კი მისთვის უმჯობესია მყუდრო, უქარო, თბილი ადგილები და ზომიერად ნაყოფიერი ნიადაგები (არც მშრალი და არც ჭარბტენიანი).

ბერე-ნაპოლეონი ბაღის მოყვარულთა საუცხოვო ჯიშად უნდა ჩაითვალოს. ფართო სამრეწველო ხასიათის ნარგავებში ცოტა სახიფათო ჯიშია თავისი მერყევი მოსავლიანობისა და საკმაოდ დიდი მოთხოვნილების გამო გარემო პირობებისადმი.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები