ბერიძე ფილიპე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფილიპე ბერიძე

ბერიძე ფილიპე − (1932 − 1970), ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. დაიბადა სოფელ მერჯევში (საჩხერე). დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში; მისი მეცნიერული და შემოქმედებითი ინტერესები მოიცავდა ლიტერატურათმცოდნეობას, კრიტიკას ესთეტიკას, პოეტიკას, გამოცემული აქვს წიგნი: „პოეზია უპირველეს ყოვლისა“. შექმნილი აქვს ალექსანდრ ბლოკის, ლესია უკრაინკას, ედგარ პოს, რობერტ ბერნსისა და სხვათა ქმნილებების ქართული თარგმანები. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ გამომცემლობებში, მისი რედაქტორობით გამოვიდა არაერთი საყურადღებო წიგნი. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


რობერტ ბერნსი
„წარწერა ქაღალდის ფულზე”
თარგმნა ფილი პე ბერიძემ
წყეულიმც იყავ, უშნო ქაღალდო,
კაცმა სიცოცხლე როგორ გაგანდოს!
მე საყვარელიც კი განმერიდა,
გამაგდებინე ჭიქა ხელიდან.
ამქვეყნად ღმერთი მართლაც არ არის,
დააბეჩავე კაცი ალალი,
მიეც ზეიმის დღენი ბოროტებს,
ტყავი გახადეს ღარიბს ბოლომდე.
მე ერთი ნატვრა მაწუხებს მხოლოდ −
მტვრად უნდა იქცე ბოლოს და ბოლოს.
რა ჟამს მიეცი ქვეყნად სუფევა
და ვის ხელშია ძალაუფლება.
მე მივატოვებ საყვარელ საზღვარს,
გადვიარ ცხრა მთას, გავცურავ ცხრა ზღვას.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები