ბერლგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერლგ-ი (ყალ. Берлг ) – ქორწილის შემდგომი ყალმუხური წეს-ჩვეულება – ქმრის უფროსი თაობის ნათესავი მამაკაცებისათვის პატივის მიგების რიტუალი, რაც მათდამი გვარის ახალი წევრის მორჩილებას გამოხატავდა.

საამისოდ ახალრძალი კიბითში შეკრებილ თითოეულ მამაკაცთან მიდიოდა და ქედის მოხრით თაყვანს სცემდა. ამ წესის შესრულების შემდეგ, ხადმთან („ქმრის უფროსი ნათესავი მამაკაცები“) სრული ჩაცმულობით თავქუდიანი ჩნდებოდა; ხადმის მოსვლისას ფეხზე დგებოდა და მის დაჯდომამდე თავადაც ფეხზე იდგა; არ შეეძლო პირველი გამოლაპარაკებოდა არა მარტო ახალ მშობლებს, არამედ ქმრის უფროს ძმებსა და სხვა ნათესავებს.

მიუხედავად ამისა, მუსლიმი ქალებისაგან განსხვავებით, ყალმუხი ქალი გარკვეული თავისუფლებით სარგებლობდა: არ ევალებოდა პირისახის დამალვა, შეეძლო ხურულში (ბუდისტურ ტაძარში) შესვლა და ქმარ-შვილთან ერთად ლოცვა და სხვ.


ლიტერატურა

  • Дякиева Р. Б. Некоторые средства традиционного воспитания детей у кумыков. Элиста, 1995;
  • Артаев С. Н. Система запретов, возникших под влиянием буддизма, в национальном поведении калмыков // Вестник Бур-ятского государственного университета. Вып. № 10-3, 2014.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები