ბერძენ-სპარსელთა ომები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სპარსი და ბერძენი მეომრის ბრძოლის სცენა

ბერძენ-სპარსელთა ომები - (ძვ.წ. 500-449, შესვენებებით), ომები - აქემენიდების სახელმწიფოსა და ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებს შორის, რომლებიც თავის დამოუკიდებლობას იცავდნენ.

სპარსელთა ლაშქარში აქემენიდების მიერ დამორჩილებული ქართველური ტომებიც მონაწილეობდნენ. ბერძნებმა გაიმარჯვეს გადამწყვეტ ბრძოლებში მარათონთან (490), კუნძულ სალამინთან (480), პლატეასთან (479), მიკალეს კონცხთან (479) და სხვა.

ომში გამომჟღავნდა ბერძენთა სოციალურ-პოლიტიკური წყობილებისა და სამხედრო ხელოვნების უპირატესობა აქემენიდების დესპოტური მონარქიის წინაშე. სპარსეთმა უარი თქვა საბერძნეთის დამორჩილების ცდებზე და დათმო თავისი სამფლობელოები ეგეოსისა და მარმარილოს ზღვების სანაპიროებზე.

ბერძენ-სპარსელთა ომების დროს ბერძნებმა ჩამოაყალიბეს მოქნილი სამხედრო ორგანიზაცია, შექმნეს ფალანგა, მეომრების გაწვრთნისა და აღზრდის სისტემა, დაიწყეს სამხედრო მოქმედებათა გამოცდილების განზოგადება.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები