ბერძნიშვილი მაქსიმე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ბერძნიშვილი მაქსიმე – (დ. 21.08. 1889, ქ. თბილისი, – გ. 27,04.1967, იქვე), ქართველი ისტორიკოსი, 1910 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1912-1916 წლებში სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1916-1918 წლებში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივნის მოადგილე. 1918 წლიდან მასწავლებლობდა. 1925-1932 წლებში იყო საქართველოს სსრ წიგნის პალატის გამგე. 1934-1953 წლებში კითხულობდა ძველი მსოფლიოს ისტორიის კურსს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 1945 წლიდან იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1969 წ. გამოიცა მისი მონოგრაფია „ქალაქ ფაზისის ისტორიისათვის“. იკვლევდა XIX საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ისტორიას. 1980-1983 წლებში ორ წიგნად გამოიცა მისი „მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის“, სადაც მოცემულია ბევრ ცნობილ თუ საზოგადოებისათვის უცნობ მოღვაწეთა, მათ შორის სასულიერო პირთა ბიოგრაფიები.

ლიტერატურა

ბარამიძე ა., ისტორიკოსი მაქსიმე ბერძნიშვილი, თბ., 1989.

იხილე აგრეთვე

მაქსიმე ბერძნიშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები