ბესიქე სალუვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბესიქე სალუვ-ი (ნოღ. Бесикке салув) – საბავშვო ციკლის ნოღაური წეს-ჩვეულება – ახალშობილის აკვანში ჩაწვენის რიტუალი, რომელიც ჭიპის შეხორცებიდან რამდენიმე დღეში სრულდებოდა. ამ დრომდე ჩვილი ქსოვილის ან ქეჩის ძირის მქონე ყუთში (ел бесик) ეწვინათ.

ტრადიციის მიხედვით, აზიურ-კავკასიური ტიპის აკვნითა და მისი მოწყობილობით ბავშვს ბებია (დედის დედა) უზრუნველყოფდა. ნოღაელებს ღრმად სწამდათ კუნელის მაგიური დამცავი ძალის და ამიტომ აკვნის ერთი დეტალი მაინც ხის ამ ჯიშისგან უნდა ყოფილიყო დამზადებული. საამდღისოდ მოლოგინებულის დედამთილი იწვევდა ნათესავ და მეზობელ ქალებს. როგორც წესი, ბავშვს აკვანში დედის ნათესავი ქალი აწვენდა. ის აცმევდა პერანგს და ახვევდა ორ სახვევში: ერთში – წელამდე და მეორეში – წელს ზემოთ. შემდეგ ბავშვს ხელში აიყვანდა, აკვნის მაჯვენა მხარეს (მარცხენა უწმინდურად ითვლებოდა) დადგებოდა და ფეხებით სასთუმლისკენ სამჯერ დააწვენდა, თან დამსწრეებს ეკითხებოდა: „მარჯვნივ? მარცხნივ?“ ქალებს მისთვის არასწორო პასუხი უნდა გაეცათ. ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ "შაითნისთვის გზა-კვალი აებნიათ“. ბოლოს ჩააწვენდა და ნანას (бесик йырлар) უმღერებდა.


ლიტერატურა

  • Черкесова А. А. Обряды ногайцев, связанные с рождением и воспитанием ребенка (по материалам полевых исследований автора в 2000-2014 гг.) // Ногайцы: XXI век. История, язык, культура. От истоков – к грядущему. Материалы Первой Международной научно-практической конференции. Черкесск, 14-16 мая 2014 г. Черкесск, 2014.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები