ბეტონის გამაგრების დამაჩქარებელი დანამატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონის გამაგრების დამაჩქარებელი დანამატიბეტონის დანამატი, რომელიც აჩქარებს ბეტონის გამყარების პროცესს. ასეთი დანამატებია: კალციუმის ქლორიდი, ნატრიუმის სულფატი, კალციუმის ნიტრიტნიტრატქლორიდი და სხვ. ისინი ბეტონის ნარევს ემატება განსაზღვრული რაოდენობით, რადგან უარყოფით ზემოქმედებას ახდენენ მასზე. მაგ., კალციუმის ქლორიდი ხელს უწყობს არმატურის კოროზიას, ამიტომ მისი დანამატი რკინაბეტონში შეზღუდუ-ლია 2%-მდე, ხოლო გამოყენება წინასწარდაძაბულ არმატურასთან და თხელკედლიან კონსტრუქციაში აკრძალულია. უკანასკნელ დროს მიღებული იქნა ბეტონის უქლორო გამამაგრებლები – ალუმინატი, კალციუმის ფორმიატი, კარბონატი, ჰალოიდი, ტრიეთანოლოამი, ფორმალდეჰიდი და სხვ. რომლებიც აჩქარებენ და ამაღლებენ ბეტონის სიმტკიცეს 7 დღეში 20-40%-ით.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები