ბეტონის დანამატი პენეტრონ ადმიქსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონის დანამატი პენეტრონ ადმიქსი − ამერიკული წარმოების ბეტონის დანამატი, რომელიც გამოიყენება წყლისა და აგრესიული გარემოს მიმართ ბეტონის ნარევის მედეგობის ასამაღლებლად. დოზირების ნორმა შეადგენს ცემენტის მასის 0,8-2,3%. პენეტრონ ადმიქსის წყალში გარეული ფხვნილი (პროპორციით 1:1) ბეტონის ნარევს ემატება უშუალოდ მიქსერში. ბეტონი ხდება პრაქტიკულად წყალგაუმტარი და მედეგი ყოველგვარი აგრესიული გარემოს მიმართ. გამოიყენება გრუნტთან და წყალთან შეხებაში მყოფი რკინაბეტონის კონსტრუქციების დასამზადებლად, აგრეთვე სახურავებში და საგზაო მშენებლობაში. პენეტრონის ფირმის სხვა ჰიდროიზოლაციური ქიმიური დანამატებია: ქსაიპექს ადმიქს ც-1000, ქსაიპექს მოდიფაიტი, პენეტრონ პლუსი, პენეკრიტი, პენეპლაგი (ახდენს წყლის დინების ჰიდროლოკალიზებას 40 წმ-ში), პენესილ PRO, პენებარი (ჰიდროგაფართოებადი ზონარი, ნაკერების ჰიდროიზოლა-ციისათვის) და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები